პოლიტიკა
საზოგადოებრივი მაუწყებელი 25 ნოემბერს პარლამენტის წინ დაგეგმილ წარმომადგენლობით სახალხო კრებას პირდაპირი ეთერით არ გადასცემს. ნონა გაფრინდაშვილმა, გურამ ფირცხალავამ და სოსო ჯაჭვლიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელს - გია ჭანტურიას ოფიციალური წერილით დღეს მიმართეს, რომლითაც 25 ნოემბერს პარლამენტის წინ წარმომადგენლობითი სახალხო კრების პირდაპირ ეთერში გადაცემას ითხოვდნენ.