აქტუალური
რა ელის საქართველოს მთავრობას მტრების ალყაში და „კარალევა მარგოსგან“ - პრეზიდენტ მარგველაშვილისგან, რომელმაც, მინისტრთა კაბინეტის გადადგომის შემთხვევაში, შესაძლოა ღარიბაშვილი პრემიერის პოსტზე არ წარადგინოს...
1-Cto-aqtual-2საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. იმ შემთხვევაში, თუ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობა ხუთმა მინისტრმა დატოვა, პრეზიდენტმა პარლამენტს მთავარობა დასამტკიცებლად ხელახალა უნდა წარუდგინოს. ეს არის კონსტიტუციით გათვალისწინებული პროცედურა. საპარლამენტო კულუარებში და პოლიტიკურ წრეებში აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ შესაძლოა სამი მინისტრის - ალასანია, ფანჯიკიძე, პეტრიაშვილის წასვლის შემდეგ პოლიტიკური დღის წერიგში ეს საკითხი დადგეს. კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ ასეთ შემთხვევაში ჯერ კიდე უცნობია, ვინ შეიძლება წარადგინოს პრეზიდენტმა პრემიერის პოსტზე. კონსტიტუციის მიხედვით, პრემიერი საპარლამენტო უმრავლესობას უნდა წარმოადგენდეს.