აქტუალური
საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის განცხადებით, უმრავლესობა გადაწყვეტს, დარჩებიან თუ არა კომიტეტების თავმჯდომარეებად "თავისუფალი დემოკრატების" წევრები.
"ჩნდება კითხვა, შესაძლებელია თუ არა უმრავლესობის კვოტით არჩეული ზურაბ აბაშიძე ვიცე-სპიკერად დარჩეს თუ არა. რეგლამენტის მიხედვით, ასეთი აკრძალვა არ არსებობს. თეორიულად შესაძლებელია ზურაბ აბაშიძე ვიცე-სპიკერად დარჩეს, თუმცა მეორე მხრივ, ჩნდება კითხვა: გარკვეულწილად ლოგიკას შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს უმრავლესობის მიერ დასახელებული თავმჯდომარის მოადგილე არ იყოს უმრავლესობის წევრი. ეს არის უმრავლესობის მიერ გადასაწყვეტი საკითხი", - განმარტა გიორგი კახიანმა.
რაც შეეხება კომიტეტების თავმჯდომარეებს, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტა, კახიანის განმარტებით, შეუძლია საპარლამენტო უმრავლესობას, რადგან ამ გადაწყვეტილების მიღება სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ხდება.