უცხოეთი
როგორც ნამდვილი თავადიშვილი კავკასიური ფესვებით, ის ძალიან აფასებს ღირსებას და პატიოსნებას!“ - რამზან კადიროვი თინა კანდელაკს ულოცავს

zar-1საქართველო, 17 ნოემბერი, საქინფორმი. ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი: „დღეს დაბადების დღე აქვს ლამაზ, ჭკვიან, მომხიბლავ, ბრძენ და გენიალურ ქალიშვილს! დარწმუნებული ვარ, ყველა მიხვდით, რომ საუბარია თინა კანდელაკზე!

სწორედ ასეა! თინათინ კანდელაკი გასაოცრად რბილი, სათნო და არაჩვეულებრივი ქალიშვილია, გამორჩეულად მტკიცე ნებისყოფითა და ძლიერი ხასიათით! როგორც ნამდვილი თავადიშვილი, კავკასიური ფესვებით, ის ძალიან აფასებს ღირსებასა და პატიოსნებას. თინა ყოველმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანია, ვისთვისაც არ არსებობს აუღებელი სიმაღლეები და გადაუჭრელი ამოცანები.

ძალიან ვაფასებ თინათინთან მეგობრობას და ვუსურვებ მას მტკიცე ჯანმრთელობას, მარადიულ ბედნიერებას, იღბალსა და წარმატებებს!“