აქტუალური
საქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. კახა ბენდუქიძის ცხედარს ლონდონში ექსპერტიზა ჩაუტარდება, სწორედ ექსპერტიზამ უნდა გასცეს მთავარ კითხვას პასუხი, რა გახდა ”საქართველოს ცოდნის ფონდის” დამფუძნებლის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი. მალე ცნობილი გახდება, როდის გადმოასვენებენ კახა ბენდუქიძეს საქართველოში.
შეგახსენებთ, რომ თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.