სამართალი
საქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ამბროლაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, შიო კ. და მამუკა ბ. ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ამბროლაურის რაიონის სოფელ ნიკორწმინდაში 3 მაღაზია გაქურდეს, საიდანაც სხვადასხვა დასახელების საყოფაცხოვრებო ნივთები და 100 ლარამდე ფული მოიპარეს. იმავე ღამეს შიო კ-მ და მამუკა ბ-მ სოფელ ნიკორწმინდაში ავტომანქანიდან მაგნიტოფონი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.