აქტუალური
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი ლაშა თორდია: „საქართველოს ბიუჯეტმა ბოლო წლებში 132 მილიონი ლარით იზარალა“

1-laSa-akt-1საქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. თორდიას განმარტებით, შემოწმება ამჟამად და სხვადასხვა უწყებებში მიმდინარეობს.

„ამ ეტაპზე ჩვენ ვამოწმებთ ფინანსთა სამინისტროს, ლტოლვილთა სამინისტროს, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სხვადასხვა უწყებებს. თავდაცვის სამინისტროს ვამოწმებთ 2011-2012-2013 წლების ფინანსურ საქმიანობას, შესაბამისად არის გარკვული თემები, რომლებსაც ვფიქრობთ, რომ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და ისინი გადაგზავნილია საქართველოს მთავარ პროკურატურაში. ნდობის ჯგუფის მოთხოვნის შესაბამისად აღნიშნული მასალები ასევე მათაც გადაეგზავნებათ“, – განაცხადა ლაშა თორდიამ.