უცხოეთი
ამაზრზენი ფარისევლობა! მოგერინიმ ვითომ არ იცის, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში არ არიან?

1-licemer-zar-3საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. შეთანხმება, რომელიც რუსეთსა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის ფორმდება, ძირს უთხრის საქართველოს მთლიანობას და არავითარი წვლილი არ შეაქვს რეგიონში სიტუაციის დეესკალაციაში, - ამის შესახებ საქართველო-ევროკავშირის ასოციაციის საბჭოს სხდომის შემდეგ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი ერთგულია საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი გადაჭრის.

ცხადია, მინდა, რომ საქართველო ისეთი სახელმწიფო იყოს, სადაც ყველა მოქალაქე თანასწორი და კმაყოფილია. მეტიც, მომხრე ვარ კავკასიისა საზრვრებს გარეშე. და საერთოდ, მეც შემიძლია ვილაპარაკო ათასი აბდაუბდა პაციფიზმზე და იმაზე, რომ ხელისუფლების ცენტრალიზაცია ცუდია, საჭიროა სიტყვის თავისუფლება და ტოლერანტობა...

მაგრამ განა დასავლეთი კურსში არ არის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ისეა დარღვეული, რომ უარესი ვერ იქნება?

კონფლიქტების რა მშვიდობიან გადაჭრაზე ლაპარაკობს დასავლეთი?

რა გააკეთა დასავლეთმა საქართველოსთვის 2008 წელს, გარდა ყბედობისა?

მძულს სიცურით გაჯერებული „სიკეთე“ და „პროგრესი“! არ მჯერა სიცუით აქოტებული „თავისუფლების“!

რა საჭიროა გამუდმებული ფარისევლობა და ტყუილის ტირაჟირება დაკომპლექსებულ, სოციალურად დამცირებულ ქვეყნებში?

რა შეუძლია დასავლეთს მოიმოქმედოს თავისი მეგობრების დასაცავად? მოგერინი - იქნებ ომი? იქნებ რუსეთს დააჩოქებს, როგორც ამას წერენ ჩვენი ნაკლოვანი ურა-პატრიოტები, თუკი ნავთობის ფასი 75 დოლარამდე დაეცემა?

2008 წელს ფასი 40 დოლარამდე დაეცა! და მერე რა? განა რუსეთმა არ აღიარა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი?

ჩემი აზრით, რაც მეტი პრობლემა ექნება რუსეთს, მით უფრო აგრესიული და შეურიგებელი იქნება იგი. მეტიც, ახლა რომ უცებ პუტინი აღარ იყოს, ხელისუფლებაში მოვიდოდნენ არა ლიბერლაები და ცენტრისტები, არამედ, შესაძლოა, გაცილებით უფრო ულმობელი ადამიანები. შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ ასე ვფიქრობ.