აქტუალური
სოსო ჯაჭვლიანი: „გიჟ სააკაშვილს 24 საათი პირზე აკერია, აგენტები ხართო. ნაციონალებს უნდათ, რომ რუსეთთან კონფრონტაციაში ვიყოთ!“

1-soso-j-akt-2საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. 15 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციასთან დაკავშირებით საგაზეთო ინტერვიუში კომენტარს აკეთებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი სოსო ჯაჭვლიანი.

ესენი ბოზი ქალივით არიან, აქეთ რომ გედავებიან. ბიჭო, შენ არ ჩააბარე, შენ არ გააკეთე რუსეთის საქმე, ახლა მე მედავები?! ახლა რომ ვიშვიშებენ, რუსები დაღესტნიდან ჭრიან გზას და იქიდან ადვილად შემოვლენო, სასაცილო არაა? აგერ, შენ თვითონ არ დააყენე გორში 40 კილომეტრში?! ამ გიჟს 24 საათი პირზე აკერია აგენტები ხართო. თვითონ ვინ არის, ხომ ვთქვით. „ნაციონალები“ რუსების დავალებას ასრულებენ. რატომ იცი?- ასეთი გეგმაა, რუსეთს არ უნდა დაველაპარაკოთ და უნდა ვაგინოთ, უნდათ რომ მათთან კონფრონტაციაში ვიყოთ“,- განუცხადა სოსო ჯაჭვლიანმა „საერთო გაზეთს“.