საზოგადოება
ხელისუფლებას ქუთაისში ოქროს ჩარდახის რესტავრაცია ხელს არ აძლევს

oqros-chardaxiამ ინფორმაციას საქინფორმის წარმომადგენელი ქუთაისიდან იმ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით გვაწვდის, რომლის მიხედვითაც ქუთათურთა 78,95%-ს ოქროს ჩარდახში მიზანშეწონილად მუზეუმის გახსნა მიაჩნია, 10,53%-ს - საკონფერენციო დარბაზის. რაკი ხელისუფლება მხოლოდ იმ შენობებს არემონტებს და ულამაზებს ფასადს, რომელიც მას ხელს აძლევს, ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოები არ შეეხო ოქროს ჩარდახს.
არადა, ოქროს ჩარდახი იმერეთის სამეფო რეზიდენცია იყო. სამეფო კომპლექსი რიონის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს. იგი სხვადასხავა დროს იყო როგორც ქართველ მეფეთა, ასევე, რუსი ელჩების სასახლე. რეზიდენცია რამდენიმე ნაგებობას მოიცავდა: წმ.გიორგის კარის ეკლესიას, დიდსა და მცირე სახლებს, სასადილო პალატას. ამჟამად შემორჩენილია მხოლოდ  ე.წ  მცირე სახლი, რომელიც 2-სართულიანია. პირველი სართული წყალდიდობისგან თავის დაცვისთვის  არის განკუთვნილი, ხოლო მეორე სართულზე დიდი დარბაზია განთავსებული.