სამართალი
მოსკოვში დათო „ტბილისკი“ დააკავეს
1-tbiliski-sam-3საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. რუსმა სამართალდამცავებმა მოსკოვის ოლქის ქალაქ შელკოვოში ქართველი „კანონიერი ქურდი“, 46 წლის დათო შარაბიძე, იგივე დათო ტბილისკი დააკავეს. დაკავებისას შარაბიძეს 3, 8 გრამი ჰეროინი აღმოაჩნდა. ე. წ კანონიერ ქურდს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ჯერ ჯერობით უცნობია, მოხდება თუ არა შემდგომ ეტაპზე მისი ექსტრადირება.