საზოგადოება
სააკაშვილმა კიშინიოვის აეროპორტში თვითმფრინავიდან გამოსვლისას ჭერს თავი მიარტყა

kishinev-airportსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კიშინიოვის აეროპორტში თვითმფრინავიდან გამოსვლისას ჭერს თავი აარტყა. ეს ფაქტი მოლდოვის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში დაფიქსირდა. მოლდოვის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მიხაი გიმპუ სააკაშვილს პირადად დახვდა. თვითმფრინავის დაფრენის შემდეგ გიმპუ ტრაპთან მივიდა, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტი თვითმფრინავიდან დაახლოებით 10 წუთი არ ჩამოდიოდა. რადგან პრეზიდენტის დახვედრა პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა, გიმპუს ტრაპთან ლოდინი მოუწია. სააკაშვილს თავის მირტყმის შედეგად მნიშვნელოვანი დაზიანება არ მიუღია.