აქტუალური
ბორჯომში იძულებით გადაადგილებულ 18 ოჯახს საცხოვრებელი სახლის გასაღები გადაეცაბორჯომში იძულებით გადაადგილებულ 18 ოჯახს საცხოვრებელი სახლის გასაღები გადაეცა

1-kluch-aqtual-1საქართველო, 24 ნოემბერი, საქინფორმი. აშშ-ის  ელჩმა  საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა, საქართველოს  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუტურის მინისტრის მოადგილე გიორგი ამაშუკელმა,  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ  სუბარმა ბორჯომის მუნიციპალიტეტში იძულებით გადაადგილებულ 18 ოჯახს საცხოვრებელი სახლის გასაღები გადასცეს.

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით მუნიციპალური განვითარების ფონდმა მიმდინარე წელს საქართველოს სამ მუნიციპალიტეტში 4 შენობის რეაბილიტაცია დაიწყო. ბორჯომის გარდა, შენობების რეაბილიტაცია  კასპსა და ქუთაისში ხორციელდება. სამივე მუნიციპალიტეტში შენობების რეაბილიტაციის დასრულების შედეგად 241 იძულებით გადაადგილებული ოჯახი საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფილი  იქნება. პროექტის სამუშაოების საერთო ღირებულება  887.776.17 ლარია.