აქტუალური
პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი NDI-ის პრეზიდენტ კენეტ უოლაკს შეხვდა

1-uolak-aqtual-3საქართველო, 24 ნოემბერი, საქინფორმი. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები დასახეს.
ხაზგასმით აღინიშნა ის პროგრესი, რასაც საქართველომ მიაღწია ბოლო ორი წლის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ევროინტეგრაციის გაღრმავების კუთხით.

ჩვენი მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს დემოკრატიული პრინციპების დასაცავად, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად, კანონის უზენაესობის, მედიის თავისუფლების და ადამიანის უფლებათა დაცვის განმტკიცებისთვის,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრაზე.

კენეტ უოლაკი NDI-ის პრეზიდენტად  1993 წელს დაინიშნა. NDI-ში მისვლამდე კენეტ უოლაკი ვაშინგტონის ერთ-ერთ გამომცემლობაში ახლო აღმოსავლეთის საკითხებში რედაქტორად მუშაობდა.