აქტუალური
თენგიზ ფხალაძე: „ე.წ. ხელშეკრულების გაფორმება არც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ინტერესებში შედის"

1-tengo-aqtual-1საქართველო, 25 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, თენგიზ ფხალაძე მიიჩნევს, რომ ე.წ. ხელშეკრულება, რომლის გაფორმებასაც რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთთან გეგმავს, ამ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ინტერესებშიც არ შედის.

"მას შემდეგ რაც ეს შეფასებული იქნა როგორც ანექსიის მცდელობა, გაიმართა უშიშროების საბჭოს სხდომა. ყველა საერთაშორისო ტრიბუნა იქნა გამოყენებული იმისთვის, რომ ძალიან ხმამაღლა გაგვეცხადებინა პრობლემატიკის შესახებ... ის, რომ რუსეთის ფედერაცია აფორმებს ამ ხელშეკრულებას, არანაირად ხელს არ შეუწყობს ვითარების განმუხტვას ", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

მისივე განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტი გააქტიურებს საერთაშორისო ძალისხმევას.

"ხაზგასმით იქნა აღნიშნული რომ არ შეიძლება მოხდეს ამ ხელშეკრულების სამართლებრივად აღიარება. გარდა ამისა, გაძლიერდება ის საერთაშორისო აქტივობა, რომელმაც საბოლოო ჯამში უნდა მიგვიყვანოს პრობლემის გადაწყვეტამდე", - განაცხადა ფხალაძემ.