აქტუალური
შეხვდნენ თუ არა ერთმანეთს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი კანადაში, საერთაშორისო კონფერენციაზე?

1-canada-aqtual-2საქართველო, 25 ნოემბერი, საქინფორმი.  ალასანია-ბოკერიას შესაძლო შეხვედრის შესახებ გაზეთი პრაიმ ტაიმი წერს.
ბოკერია-ალასანიას პოლიტიკური ურთიერთობის შესახებ ბევრჯერ გაჩნდა კითხვები. ბევრჯერ სხვადასხვა ისტორიებიც გავრცელდა მათი ფარული შეხვედრების შესახებ, თუმცა ირაკლი ალასანია ყოველთვის უარყოფდანაციონალური მოძრაობისერთ-ერთ ლიდერთან რაიმე ტიპის კავშირსამჯერად მათი შეხვედრა უკვე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ანუ ალასანია ბოკერიასთვის ხელის ჩამორთმევას თავს ვერანაირად ვერ აარიდებდა. კანადაში, ჰალიფაქსის 2014 წლის უსაფრთხოების ფორუმში თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანიას გარდა, ეკა ტყეშელაშვილი, გიგა ბოკერია და დათო სიხარულიძეც მონაწილეობდნენ. უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ საერთაშორისო ფორუმზე ყოფილი მინისტრი სიტყვით გამოვიდა“,- წერს „პრაიმ ტაიმი“.

შეხვედრის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს ალასანიას თანაგუნდელი ვიქტორ დოლიძე, ექსპერტი ვახტანგ ნადირაძე კი არ გამორიცხავს, რომ შეხვედრა შედგა.