უცხოეთი
აშშ რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმებას არ აღიარებს

1-otkazalis-zar-2საქართველო, 25 ნოემბერი, საქინფორმი. აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა, რომ აშშ არ აღიარებს რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელმოწერილ მოკავშირეობის შესახებ შეთანხმებას. ამის შესახებ ნორლანდმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ამერიკის ელჩის განცხადებით, ბერუჩაშვილთან შეხვედრისას მინისტრმა მას მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია შეთანხმების შესახებ, რომელსაც ის მოგვიანებით აშშ-ის ცენტრალურ ხელისუფლებას გადასცემს. „მანამდე კი ვიტყვი, რომ აშშ არ აღიარებს არცერთ შეთანხმებას, რომელსაც დე-ფაქტო აფხაზეთის მიერ აქვს ხელი მოწერილი“, - განაცხადა ნორლანდმა.

უწინ რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმების წინააღმდეგ გამოვიდნენ ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელი ფედერიკა მოგერინი, ასევე, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

მარგველაშვილის განცხადებით „ეს შეთანხმება საფრთხეს უქმნის სტაბილურობას კავკასიაში“, ასევე „ჩიხში შეჰყავს რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებები ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ“, - იუწყება ინტერფაქსი.

შეთანხმება მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ რუსეთსა და აფხაზეთს შორის 24 ნოემბერს გაფორმდა. შეთანხმება, კერძოდ, ითვალისწინებს სამხედრო კავშირს, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა ურთიერთდახმარებაზე მოილაპარაკეს ჰიპოთეტური გარე აგრესიის შემთხვევაში.