აქტუალური
„თავისუფალი დემოკრატები”: „კატეგორიულად ვგმობთ რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის ე.წ. ,,მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების“ გაფორმებას“

1-osuJdaem-aqtual-3საქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. „თავისუფალი დემოკრატები“ ავრცელებენ საგანგებო განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია: „აღნიშნული .. ხელშეკრულება, საქართველოს ტერიტორიების მიტაცებასთან ერთად, მიზნად ისახავს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტერგაციის პროცესების ხელის შეშლას...

მიზანშეწონილად მიგვაჩნია ამ საკითხის დაყენება გაერო- უშიშროების საბჭოზე, ეუთო- გაძლიერებული მუდმივი საბჭოს და დეკემბრის მინისტერიალზე;

დაუყოვნებლივ დაიწყოს კონსულტაციები ევროკავშირთან, სამხრეთ კავკასიაში მის სპეციალურ წამომადგენელთან და ჟენევის პროცესის ყველა სხვა თანათავმჯდომარესთან პლენარული ან საგანგებო სხდომის მოწვევის მოთხოვნით;

მოვუწოდოთ საერთაშორისო თანამეგობრობას, შესაბამისი შეფასება მისცენ .. ხელშეკრულების გაფორმებას;

საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ დაიწყოს მზადება რუსეთის ფედერაციასთან ორმხრივ ფორმატში პოლიტიკური ურთიერთობების გადახედვასთან დაკავშირებით გადასადგმელი ნაბიჯებისა და შესაძლო განვითარებებზე რეაგირებისთვის.“