აქტუალური
ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულმა ქართულმა სამშვიდობო კონტიგენტმა სამოქმედო რაიონში ჰუმანიტარული ოპერაცია ჩაატარა

1-MirotvorC-aqtual-1საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის სამხედროებმა პარვანის პროვინციის ერთ-ერთ სოფელში მოსახლეობას საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცეს.
ჰუმანიტარული ოპერაცია ავღანეთის უსაფრთხოების ძალებსა და  ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად დაიგეგმა და განხორციელდა. ანალოგიური ოპერაციები   ადგილობრივ მოსახლეობასა და სამშვიდობო კონტიგენტს შორის ურთიერთობების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ოპერაციის დროს ქართველი სამხედროები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და გაესაუბრნენ.

51-ე ბატალიონი პირველი ქართული ქვედანაყოფია, რომელიც ავღანეთში სამშვიდობო მისიას პარვანის პროვინციაში ISAF-ის დასკვნით ფაზაზე ასრულებს. ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოებას იცავენ.