აქტუალური
დიდ ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ–მინისტრი მსხვილ ინვესტორებსა და ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

1-bizn-akt-2საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი.  თქვენთვის საქართველოში ინვესტირება ისევე უსაფრთხო იქნება, როგორც ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში. განსხვავება კი მხოლოდ დაბალ ხარჯებსა და გადასახადებში, მარეგულირებელი წესების სიმცირესა და დიდ მოგებაში გამოიხატება, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას და დასძინა, რომ ქვეყანაში „მიმდინარეობს საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმები“, ძლიერი სტრატეგიების წყალობით, საქართველო 22-ე ადგილზეა მსოფლიოში ეკონომიკის თავისუფლების მხრივ და მე-15 ადგილზე - მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების სიმარტივის რეიტინგში, რომლის მიხედვითაც უსწრებს საფრანგეთს, ესპანეთს, კანადასა და შვეიცარია.

ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით საქართველო სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქციისთვის თავისუფალ გასასვლელს გულისხმობს.