პოლიტიკა
„მსურს გამოვთქვა კმაყოფილება იმ პროცესით, რომელიც ამ კანონების მიღების ირგვლივ წარიმართა. იყო პოლიტიკური ძალებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩაბმულობა, რასაც ჰქვია ქართული დემოკრატია.
სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მივიღეთ სწორი ბალანსი დაცულობასა და ადამიანის უფლებებს შორის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ კანონებს ვადებთ ვეტოს და პარლამენტს ვთავაზობთ ახალ ვარიანტს, რომელშიც ფუნქციური გადანაწილება იქნება დაცული.
ეს ნიშნავს, რომ მიყურადებას განახორციელებენ უფლებამოსილი ორგანოები, მიყურადების გახსნის ნებართვას (ანუ „გასაღების გადატრიალება“) გასცემს სასამართლო, ხოლო ამ პროცესზე ზედამხედველობას განახორციელებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი“, - განაცხადა, კერძოდ, ქვეყნის მეთაურმა ბრიფინგზე.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ კვირას დეპუტატები ქუთაისში, პარლამენტის ექსტრენულ სხდომაზე შეიკრიბნენ და ხმათა უმრავლესობით - 82 „მომხრე“ - პრეზიდენტის ვეტო დაძლიეს, რომელმაც იძულებით მოაწერა ხელი მისთვის ხელმეორედ გადაგზავნილ ცვლილებების გარეშე კანონპროექტს.