აქტუალური
სააკაშვილი: “ასავალ-დასავალი გახდა პროკურატურა და პროკურატურა - ასავალ-დასავალი. რამდენიც არ უნდა დაბერონ ლოყები და თქვან, რომ ესენი არიან ბრალდებულები, ბრალდებულები არიან მხოლოდ ივანიშვილისთვის”

asaval-aqtual-3საქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველო კარგავს საუკეთესო კადრებს. უკრაინამ წაიყვანა ჩვენი ბევრი კადრი, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ? - ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ახალგაზრდებთან ვიდეო ჩართვისას განაცხადა.

როცა აცხადებდნენ, რომ უკრაინას შეიარაღება არ უნდა მისცეს დასავლეთმა იმიტომ, რომ ცუდია, როცა ჩამოაგდეს თვითმფრინავი და ხმა არ ამოუღიათ... ახლა ურეკავენ უკრაინელ მინისტრებს და ყველა მაღალი დონის თანამდებობის პირს, და სამარცხვინო სერია განახორციელეს სატელეფონო ზარების, ამ საუბრებში უყვებოდნენ, რაც ასავალ-დასავალში წაგიკითხავთ, მოუყვნენ ჩამარხულ ცხედრებზე, როგორ დაახჩვეს ამ კანდიდატებმა ვიღაცეები და .. ნეკროფილური სისულელეები. ასავალ-დასავალი გახდა პროკურატურა და პროკურატურა - ასავალ-დასავალი. რამდენიც არ უნდა დაბერონ ლოყები და თქვან, რომ ესენი არიან ბრალდებულები, ბრალდებულები არიან მხოლოდ ივანიშვილისთვის.

აქედან მივდივარ პოლონეთში და მანიჭებენ ქვეყნის მაღალ პრემიას, გაიმართება საზეიმო ცერემონია და რაღაც არავის არ ახსენდება, რომ მე ვარ ბრალდებული, მთელი ევროპის ლიდერების ნახევარს ვხვდები და არავინ არ მესაუბრება ჩემს ბრალდებულობაზე, საქართველოს ამბებს კი მეკითხებიან. ყველამ იცის, რომ ეს არის იაფფასიანი სიბინძურე და არაფერი ახალი არ არის, მსოფლიოს ყველა ორღობის დიქტატორი ზუსტად იგივეს უკეთებდა თავის პოლიტიკურ ოპონენტებს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.