პუბლიკაციები
„Ще не вмерла Україна“ - საქინფორმი აშშ-ის მიერ დანიშნული უკრაინის უცხოელი მინისტრების - ჯანდაცვის მინისტრი კვიტაშვილის, ფინანსთა მინისტრი ერესკოსა და ეკონომიკური განვითარების მინისტრი აბრომავიჩუსის საქმიანობის პირველ შედეგებს აქვეყნებს

Ukr-polit-1-anal-1საქართველო, 9 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი უკრაინელი ხალხისადმი თავის გუშინდელ გაფრთხილებაში აცხადებდა, უკრაინის ამერიკელ-ლიტველმა მინისტრებმა მოქალაქეობის მიღება და თანამდებობის ჩაბარებაც ვერ მოასწრეს, რომ უკვე შეიმუშავეს რეკომენდაციები და გაასაჯაროვეს გეგმა უკრაინის მოსალხეობის შემცირების შესახებ ცხოვრების დონის კოლოსალურად გაუარესების გზით.

ქვემოთ საქინფორმს მოჰყავს ზემონახსენები მინისტრების რეკომენდაციების საფუძველზე პრემიერ-მინისტრ იაცენიუკის დავალებების მხოლოდ ზოგიერთი პუნქტი (დოკუმენტის დედანი უკრაინულ ენაზე იხ. აქ).

-სკოლებში სწავლება შემცირდეს 11-დან 9 წლამდე;

-გაძლიერებული რადიაციულ-ოეკოლოგიური კონტროლის ზონის (4 ზონა), ანუ დაბინძურებული ტერიტორიის შემცირება;

-სანატორიუმებით უზრუნველჰყონ მხოლოდ პირველი კატეგორიის ინვალიდები და ინვალიდთა შვილები;

-გაზრდილი სტიპენდიების შემცირება;

-რადიოაქტიური დაბინძურების ზონებში მუშაობისათვის დანამატის შემცირება;

- ფულადი დახმარებების შემცირება კვების პროდუქტების მოხმარების შეზღუდვასთან დაკავშირებით რადიოაქტიურ ტერიტორიებზე;

-კომპენსაციების შემცირება დაკარგულ ქონებაზე გამოსახლებებთან ანდა დამოუკიდებლად გადასახლებასთან დაკავშირებით დაბინძურებული ტერიტორიებიდან;

-სანატორიუმებში მოქალაქეების სამკურნალოდ ყოფნისას გამოკვების ფასის დაწესება;

-სწავლების გადასახადი ბავშვთა და მოზარდთა სპორტულ სკოლებში;

-უმაღლეს სასწავლებლებში სტიპენდიების გაუქმება;

-ნორმის ამოღება 1-დან მე-4 კლასამდე მოსწავლეთა  უფასო გამოკვებასთან დაკავშირებით;

-ნორმის ამოღება მოსწავლეების, სტუდენტების,მასწავლებლების უფასო მგზავრობასთან დაკავშირებით; ასევე, პენსიონერებისთვის შეღავათების შემცირება;

-ინდექსაციის ზღურბლის ამაღლება 101-დან 103%-მდე და სტიპენდიების ამოღება ინდექსაციიდან;

-იმ სპორტსმენებისათვის ანაზღაურების 50%-იანი შემცირება, რომლებიც საერთაშორისო შეჯიბრებებზე საპრიზო ადგილებს იკავებდნენ;

-ფინანსური დახმარების შემცირება ახალგაზრდული ორგანიზაციებისათვის;

-იმ სახელმწიფო სამიზნე პროგრამების შემცირება, რომლებიც ფინანსური რესურსით არ არის უზრუნველყოფილი;

-ჰიპერტონიულ დაავადებებთან დაკავშირებულ წამლებზე ფასების რეგულირების დაწესება;

-უკრაინის შახტების კანონიდან იმ ნორმების ამოღება, რომლებიც დაკავშირებულია საბიუჯეტო სახსრებით შახტების დახურვის შემდეგ შემცირებაში მოყოლილ შახტების თანამშრომელთა საყოფაცხოვრებო საჭიროებების უზურნველყოფასთან;

-საბიუჯეტო სფეროში თანაშრომელთა რიცხვის 3%-ით შემცირება;

-საბიუჯეტო სფეროს მუშაკთათვის სწავლულის ხარისხისათვის დანამატების შემცირება;

-საპენსიო ასაკის მომატება;

-საშუალო სახელფასო ანაზღაურების გაყინვა უკრაინაში;

-სახელფასო ანაზღაურების მიხედვით პენსიების შემცირება 70%-დან 60 %-მდე;

-ფონდების მიერ სოციალური დაზღვევის გადასახადის შემხირება;

-დაფინანსების გაუქმება სოციალური დაზღვევის ფონდის ხარჯზე (ე. წ. ბავშვთა გაჯანსაღების დაფინანსება სანატორიუმებში);

-ფონდების მიერ გადასახადების შემცირება უბედური საწარმოო შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებებისთვის;

-დროებითი შრომის უუნარობისთვის დახმარების წილის შემცირება;

-ნაციონალური გვარდიის რიცხოვნობის შემცირება 60 000-დან 40 000 კაცამდე;

-მილიციელთა რიცხოვნობაზე ევროპული სტანდარტის შემოღება - 100 000 მოსახლეზე 300 თანამშრომელი;

-გათავისუფლებული სამხედროებისათვის დახმარებაზე შეზღუდვების შემოღება;

-ბიუჯეტიდან ფულადი სახსრების გაცემაზე უარის თქმა იმ საწარმოებისათვის, რომელთა თანამშრომლებიც მობილიზებული იყვნენ;

-სამხედრო მოსამსახურეებისათვის ყოველთვიური პრემიების შემცირება თვიური ხელფასის 60%-მდე ოდენობით (უწინ 100 %);

-სამხედრო მოსამსახურეებისთვის უფასო კვების უფლების შემცირება სამხედრო კომისარიატებში.