აქტუალური
პრემიერი ღარიბაშვილი: „მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას, ქართული სპეცსამსახურების ინსტიტუციონალურ ჩამოყალიბებასა და განვითარებას“

Pravitelstvo-aqtual-1საქართველო, 9 დეკემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დაზვერვის სამსახურში ახალ სასწავლო ცენტრში სტუმრობისას განაცხადა.

პრემიერმა ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათზე სათანადო რეაგირებისათვის საქართველოს ძლიერი დაზვერვის სამსახური სჭირდება.

გასულ წლებში საქართველოს დაზვერვის სამსახურს არ ჰქონდა ხელისუფლების სათანადო მხარდაჭერა. რომ არა ამ სამსახურის მიმართ მათი არაჯეროვანი დამოკიდებულება, ჩვენი ქვეყანა ბევრ დიდ პრობლემას აიცილებდა თავიდან. დღეს საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს დაზვერვის სამსახურის გამართულ და ეფექტურ მუშაობას, რადგან ეს სამსახური უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.