სამართალი
იმერეთის პოლიციის უფროსად - ბესო მირიანაშვილი, ხოლო კახეთის პოლიცის უფროსად გიორგი ბუბუნაური დაინიშნა
1samart-3-naCalnikსაქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. შსს-ში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით "პირველი რადიოს" სამინისტროში არ დაადასტურეს ინფორმაცია შსს გურიის  მთავარი სამხარეო სამმართველოს უფროსის გიორგი მდინარაძის დაკავებული თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. რაც შეეხება იმერეთის სამხარეო პოლიციას, თანამდებობიდან გათავისუფლებულია იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ზაზა ჩუბინიძე და მის ნაცვლად ამ პოსტზე ბესო მირიანაშვილი დაინიშნა, რომელსაც ამ დრომდე კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობა ეკავა. მის ადგილას კი კახეთში გიორგი ბუბუნაური დაინიშნა.