პოლიტიკა
მეგობრული ურთიერთობები, ორ ქვეყანას შორის მოქმედი სავაჭრო რეჟიმის შენარჩუნება და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება - ძირითადი თემები, რომლებზეც საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა პირისპირ შეხვედრისას იმსჯელეს

1Tema-polit-1საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. ირაკლი ღარიბაშვილმა და ჰოვიკ აბრაჰამიანმა ასევე განიხილეს კულტურის სფეროში მიმდინარე თანამშრომლობა და მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივები.
ჩვენ, როგორც ორ მეგობარ ქვეყანას, გვამოძრავებს ურყევი ნება და მისწრაფება, გავაგრძელოთ ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ“, - განაცხადა შეხვედრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ორი ქვეყნის ურთიერთობების საკითხები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს გაფართოებულ შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის პრემიერ–მინისტრ ჰოვიკ აბრაჰამიანთან და სომხეთის სამთავრობო დელეგაციასთან გამართა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ პრემიერ–მინისტრები ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.