პოლიტიკა
"აეროპორტი არის თურქულ მფლობელობაში, ცა გადადის რუსულ მფლობელობაში"-აირზენა აეროპორტის პარალიზებით იმუქრება

1airzena-polit-3საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი.  ჯორჯიან ეარვეიზის" თანამშრომლები თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შესასვლელთან აქციას მართავენ. კომპანიის გენერალური დირექტორი იასე ზაუტაშვილის განცხადებით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი აეროპორტის პარალიზებას მოახდენენ. ეს მოთხოვნებია: სასწრაფოდ გაუქმდეს რუსეთის ფედერაციაში გაგზავნილი 8 ივლისის ნოტა, რომლითაც რუსეთის ავიაკომპანიებს მიენიჭათ შეუზღუდავი უფლება თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით ფრენებზე; რუსეთის ფედერაციასთან საჰაერო მიმოსვლა აღდგეს იმ პირობებით, რაც იყო ფრენების შეწყვეტამდე 2006 წლის ნოემბრამდე; რუსეთთან მოლაპარაკებები ჩატარდეს საქართველოში და განიხილონ მომავალი წლის ზაფხულის პერიოდის ფრენების განრიგი და რუსეთის სხვა ქალაქებში ფრენების შესაძლებლობა; დაუყოვნებლივ მიღებული იქნას გადაწყვეტილება ავიაციის სააგენტოს ეკონომიკის სამინისტროსგან გამოყოფის შესახებ და ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ უწყებად; სააგენტოდან გათავისუფლებული იქნეს წინა ხელისუფლების მიერ დანიშნული კადრები; სამოქალაქო ავიაციის სააგენტო დაკომპლექტდეს კვალიფიციური კადრებით; შეიცვალოს ის ნორმატიული აქტები, რაც მიღებული იქნა წინა ხელისუფლების მიერ და ეწინააღმდეგება ქართული ავიაკომპანიების ინტერესებს; სასწრაფოდ აღუდგეს ჯორჯიან ეარვეიზს ფლაგმანის სტატუსი, რომელიც უსაფუძვლოდ გააუქმა წინა ხელისუფლებამ.

"ჩვენ აღარანაირი ადგილი აღარ გვრჩება, აეროპორტი არის თურქულ მფლობელობაში, ცა გადადის რუსულ მფლობელობაში და ჩვენი ადგილი, ასე გამოდის, რომ რეალურად აღარ არის", - განაცხადა ზაუტაშვილმა.