სამართალი
შსს საინფორმაციო–ანალიტიკურ დეპარტამენტს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ეწვივნენ

1evrosoiuz-samart-1საქართველო, 15 დეკემბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი შალვა ენუქიძე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) გორის ოფისის ხელმძღვანელს ჰანს შნეიდერს და მეკავშირე ოფიცერ სერგეი მაკაროვს შეხვდა.

ჰანს შნეიდერი, რომელსაც მისიის ვადა ამოეწურა, საქართველოს უახლოეს მომავალში დატოვებს. საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა მას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.