სამართალი
“18 ნოემბერს ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველოში სასწავლო ცენტრის საფარქვეშ, ნატო-ს სამხედრო ბაზა იხსნება! საქართველომ ნატო-ს ბაზების მშენებლობა უნდა შეაჩეროს!”

1Nat-samart-2საქართველო, 15 დეკემბერი, საქინფორმი. პარტია „თავისუფალი საქართველოს“ განცხადება:
“რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ე.წ. „აფხაზეთის რესპუბლიკასა“ და „სამხრეთ ოსეთთან“ სამოკავშირეო ხელშეკრულებების გაფორმება, საქართველოს ტერიტორიაზე ნატო-ს ინფრასტრუქტურის განთავსების გეგმებს უკავშირდება.
შემაშფოთებელია, რომ ამ ფონზე, ღარიბაშვილის მთავრობა ჯიუტად განაგრძნობს რუსულ-ქართული დიალოგის საბოტაჟს: თავდაპირველად დაიბლოკა ორმხრივი ეკონომიკური პროექტები, ხოლო მოგვაინებით ივანიშვილის რეჟიმმა მესამე ქვეყნებს საქართველოში სარაკეტო სისტემების განლაგება და სირიელი ტერორისტების მოსამზადებელი ბაზების გახსნა შესთავაზა.  18 ნოემბერს ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველოში სასწავლო ცენტრის საფარქცეშ, ნატო- სამხედრო ბაზა იხსნება.

 

 ვინაიდან საფრთხე შეეხება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას (რაც უპირობოდ წარმოადგენს საქართველოს უმთავრეს სახელმწიფოებრივ ინტერესს), საჭიროა საქართველოს ხელისუფლებამ, კონფრონტაციის კიდევ უფრო გამწვავების თავიდან ასასცილებლად, დაუყოვნებლივ დაიწყოს პირდაპირი პოლიტიკური კონსულტაციბი რუსეთის მთავრობასთან. კონსულტაციების პროცესში დროებით შეჩერდეს როგორც ნატოს ბაზების საქართველოში განთავსების, ასევე რუსულ-ოსური შეთანხმების განხილვა.

ასევე, გვსურს, შევახსენოთ ხელისუფლებას, რომ მათი უმთავრესი დაპირება, რის გამოც ქართველმა ხალხმა „ქართულ ოცნებას“ 2012 წელს მხარი დაუჭირა, რუსეთთან შეწყვეტილი დიალოგის აღდგენა და ურთიერთობის მოწესრიგება იყო”.