საზოგადოება
ქათმები იხოცება

chickenდედოფლისწყაროს რაიონში ქათმები იხოცება. ამის შესახებ საქინფორმს რადიო „ჰერეთიდან“ აცნობეს. სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის რაიონული სამმართველოს უფროსის - დავით ვეშაგურიძის განცხადებით, დედოფლისწყაროში, ძნელაძის ქუჩაზე, ერთდროულად 60 ფრთა ფრინველი დაიხოცა. მოსახლეობა ვარაუდობს, რომ რაიონში ქათმის ჭირი გავრცელდა. ვეშაგურიძის თქმით, სახელმწიფო ქათმის ჭირის საწინააღმდეგო ვაქცინას არ აფინანსებს, ამიტომ მოსახლეობამ შინაური ფრინველის აცრაზე თავად უნდა იზრუნოს. არსებობს 1-წლიანი და 6-თვიანი ვაქცინები, ვეშაგურიძე მოსახლეობას მოუწოდებს, დროულად აცრან შინაური ფრინველი.