სამართალი
მიხეილ გიორგაძე: „უწმინდესს აუცილებლად გავაცნობ საყდრისის საქმის დეტალებს, რის საფუძველზეც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ ობიექტისთვის ძეგლის სტატუსის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო“

1Mixail-samart-2საქართველო, 16 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძის განცხადებით, რომელიც მან ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გააკეთა,  საყდრისის არქეოლოგიურ ობიექტთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ მიიღო კანონის ყველა პროცედურის სრული დაცვით, მის ხელთ არსებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით“.
13 დეკემბერს კომპანია „არემჯიმ“ საყდრის-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები განაახლა. განახლებული სამუშაოების ფარგლებში საყდრისში ორი აფეთქება განხორციელდა.

საყდრისის ძეგლი 2006 წლიდან 2013 წლის 5 ივლისამდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებდა. 2013 წლის 5 ივლისს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით, მას არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი მოეხსნა.

RMG Gold- ის მიერ საყდრისში სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით სასამართლო დავა მიმდინარეობს. სასამართლომ RMG-ის, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საყდრისში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების ჩატარების უფლება არ მისცა.