სამართალი
არჩილ კბილაშვილი: „ჩემთვის ცნობილია ის, რომ საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საყდრისისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნის შესახებ“

1Kbila-samart-3საქართველო, 16 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც სპეციალურ ბრიფინგზე ,,არემჯი გოლდის ‘’ სამართლებრივმა მრჩეველმა  არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, ,,დოკუმენტების საფუძველზე, სრულად იქნა შესრულებული კანონის პირველი დანაწესი, რომელიც ობიექტის სრულ შესწავლას მოითხოვს დაშლის წინაპირობად’’.

„მეორე საკითხი, რასაც კანონი ადგენს იმაში მდგომარეობს, რომ ობიექტის სრულად შესწავლის გარდა, არ უნდა არსებობდეს საკმარისი საფუძველი მისთვის ძეგლის სტატუსის  მისანიჭებლად. საქართველოში არსებობს ორი ორგანო, ვისაც შეუძლია, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭება-არმინიჭების შესახებ. ერთი, ეს არის კულტურის მინისტრთან არსებული საბჭო, მეორე ეს არის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში არსებული შესაბამისი სექცია. მოცემულ შემთხვევაში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შესაბამისმა სექციამ იმსჯელა ყველა არსებული ფაქტის და დოკუმენტური მასალების საფუძველზე ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭება-არმინიჭების შესახებ. საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საყდრისისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნის შესახებ’’, - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.