სამართალი
საქართველოში ინტერპოლის ცენტრალური ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა პრაღის ინტერპოლის ბიუროს წარმომადგენლებს განხორციელებული რეფორმები გააცნეს
1Inter-samart-1საქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში ინტერპოლის ცენტრალური ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი და წარმომადგენელი ჩეხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის უფროს კომისარს, პრაღის ინტერპოლის ევროპის ქვეყნების მეკავშირე ოფიცერს, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკ ჯან დრაპალს და ჩეხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის უფროს კომისარს, პრაღის ინტერპოლის ევროპის ქვეყნების მეკავშირე ოფიცერს, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკ ლუკას კეპიჩს შეხვდნენ. საქართველოს შსს-სინიციატივით, საქართველოს მთავრობის დადგენილებაში – სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის“ შესახებ, 2014 წლის 1 სექტემბერს ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, შსს-ს უფლებამოსილ თანამშრომელს ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მოპარული და დაკარგული დოკუმენტების მონაცემთა ბაზაზე მიენიჭა წვდომა, რომელიც 45 მილიონზე მეტ ჩანაწერს შეიცავს. აღნიშნულ ბაზასთან წვდომა ეფექტურს ხდის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას, რადგან მოპარული ან დაკარგული დოკუმენტები ხშირად გამოიყენება ორგანიზებულ-დანაშაულებრივი და ტერორისტული ჯგუფების მიერ.