პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სადღესასწაულო მიღებაზე უმასპინძლა

1Prazdn-polit-2საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, ჯანდაცვისა და განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა, კანონის უზენაესობის დამკვიდრება და მდგრადი დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნა, მეტი ინვესტიცია ქვეყანაში - 2014 წლის მიღწევებია.

მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ 2015 წელს საქართველო კიდევ უფრო მეტს მიაღწევს.

„ჩემი მიზანია, 2015 იყოს ნამდვილი „შრომის წელიწადი“. მე და ჩემი გუნდი ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქის ცხოვრება გაუმჯობესდეს, უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა და მშვიდობიანი მომავალი. ყოველი დღე ოდნავ უკეთესი იქნება, ვიდრე წინა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.