სამართალი
შსს: „გიორგი კლდიაშვილთან დაკავშირებული ინციდენტი შსს-სა და „IDFI“-ს შორის არსებულ თანამშრომლობაზე უარყოფით გავლენას ვერ მოახდენს“

1-kldiaSv-samart-3საქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადებით, „ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოქალაქე გიორგი კლდიაშვილის ავტომობილის და პირადი ჩხრეკისას პარაბელუმის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს, რომლებიც დაკავებულის თქმით, მისი საკუთრება იყო, თუმცა კლდიაშვილმა ვერ წარმოადგინა აღნიშნული იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

14 დეკემბერს სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც მოსამართლემ გიორგი კლდიაშვილი სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

აქვე გვსურს აღვნიშნოთ, რომ სამართალდამცველების მოქმედება გიორგი კლდიაშვილი მიმართ სხვა მსგავსი შემთხვევების ანალოგიური იყო“, - ნათქვამია, კერძოდ, განცხადებაში.