პოლიტიკა
აშშ და ისლამი: აშს-ის ორმაგი სტანდარტები „ალ-ქაიდას“, „ლიბიის ისლამური საბრძოლო ჯგუფის“, „ისლამური სახელმწიფოს“, „ირანელი ხალხის მოჯაჰედებისა“ და ამერიკის მუსლიმი მოსახლეობის მიმართ (ანტონ ევსტრატოვი - სპეციალურად საქინფორმისათვის)

alkaida-polit-1-anal-1

საქართველო, 23 დეკემბერი, საქინფორმი. ბოლო დღეებში სულ უფრო მეტ ექსპერტსა და პოლიტიკოსს ეპარება ეჭვი აშშ-ის ხელმძღვანელობით კოალიციის წარმატებაში, რომელიც მოწოდებულია ებრძოლოს უჩვეულოდ და მოულოდენლად წარმატებულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“. მიუხედავად დეკლარირებული შესაძლებლობებისა, ახლამა ბლოკმა უკვე რიგი სპეციალისტები დააეჭვა. მეტიც, ისლამისტები აგრძელებნ წინსვალს ერაყის მიმართულებით იმდენად წარმატებით, რომ ამ დღეებში მოსახლეობამ ბაღდადიდან ევაკუირება დაიწყო.

ადგილი ჰქონდა ოფიციალურ დონეზე ამერიკული პროექტის კრიტიკიასაც - ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარზიე აფჰამი გამოვიდა განცხადებით, რომ კოალიციის ბევრი წევრი (დაუსახელებელი, თუმცა, თვალსაჩინო), თავად არის ტერორისტების ხელშემწყობი და სპონსორი. მთელი რიგი ტერორისტული დაჯგუფებების წარმოქმნაში უზარმაზარი როლი შეასრულეს არა მარტო „ზოგიერთმა წევრმა“, არამედ გაერთიანების სავარაუდო ლიდერმა - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.

მიუხედავად უზარმაზარი ზარალისა, რომელიც აშშ-მა ტერორისტების ხელიდან განიცადა, მათი სპეცსამსახურები აქტიურად თანამშრომლობენ ახლო აღმოსავლეთის რიგ ექსტრემისტულ დაჯგუფებებთან. ყველაზე შესამჩნევი აშშ-ს „ალ-ქაიდასთან“ თანამშრომლობაა, რომელიც იმთავითვე, ვაშინგტონის ხელმძღვანელობით, საუდის დაზვერვამ გაწვრთნა, შემდეგ კი მან გარკვეულწილად შეცვალა თავისი გეგმები „№1 სახელმწიფოს“ მიმართ. „შერიგება“ იმდენად მნიშვნელოვანი და თვალშისაცემი გამოდგა, რომ ლამის ოფიციალური ხასიათი მიიღო. 2011 წლის მარტში პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ხელი მოაწერა სპეციალურ დუკუმენტს, რომელიც ნებას რთავდა „ცე-რე-უ“-ს თანამშრომლებს, მოემზადებინათ და შეეიარაღებინათ ლიბიის წინააღმდეგობის მებრძოლები. ამ უკანასკნელის რიგებში მოხვდნენ „ლიბიის ისლამური საბრძოლო ჯგუფის“ წევრებიც.

ამ სახელწოდებამ შეცდომაში არავინ შეიყვანოს - აღნიშნული ორგანიზაცია „ალ-ქაიდას“ ჩრდილოაფრიკულ ფილიალს წარმოადგენს. 2007 წელს „ლიბიის ისლამური საბრძოლო ჯგუფი“ საერთაშორისო ტერორისტული ქსელის შემადგენლობაში შევიდა. აღსანიშნავია, რომ ამერიკის პრეზიდენტი არ შეუცბუნებია გაეროს ტერორისტული ორგანიზაციების სიაში „ლიბიის ისლამური საბრძოლო ჯგუფის“ არსებობასაც.

სირიაში ამერიკის მთავრობისა და „ალ-ქაიდას“ ბოევიკების თანამშრომლობასთან დაკავშირებით არავითარი უტყუარი ცნობები არ არსებობს, თუმცა იმის მიხედვით, თუ როგორ ხორციელებოდა ამერიკის ადმინისტრაციის მიერ სალაფიტელი ბოევიკების მხეცური მოქმედებების დიპლომატიური ხელდაფარება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ისნი არსებობს, თანაც - საკმაოდ სერიოზული. მაგალითად, 2011 წელს დამასკოში, შობის წინ მომხდარი ტერაქტის შემდეგ, რომლისგანაც 50 კაცი დაიღუპა, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა სუზენ რაისმა უარი განაცხადა ხსენებული აქცია გაეროშ დაეგმო. „ცე-რე-უ“-ს ოფიცრები, თურქი ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების ცნობით, წვრთნიდნენ სირიელ ბოევიკებს თურქეთის ტერიტორიაზე და თუ რომელ დაჯგუფებაში იბრძოდნენ აღნიშნული „მებრძოლები“ შემდგომში - გაკონტროლება ძალიან ძნელია.

აშშ-სა და ისლამისტ-რადიკალებს შორის კონსტრუქციული თანამშრომლობის შესახებ ინფორმაციის უტყუარობას ნამდვილობას მატებს „ალ-ქაიდას“ ლიდერის ძმის, მუჰამედ ალ-ზავაჰირის განცხადებაც, რომელიც მან 2012 წელს გააკეთა. მასში ცნობილი ექსტრემისტი, მიუხედავად ძმასთან უთანხმოებისა, აშშ-სა და „ალ-ქაიდას“ შორის დაზავების მომზადებაზე საუბრობდა. შემდგომში უგულებელყოფილი ეს განცხადება, ამერიკა-სალაფიტების ურთიერთობებში საქმის ნადვილ ვითარებას ასახავდა. „ალ-ქაიდას“ დასუსტების პირობებში, მისი მრავალწლიანი ლიდერი უსამა ბენ-ლადენის დაღუპვისა და აიმან ალ-ზავაჰირის მიერ მისი სრულფასოვნად შეცვლის შეუძლებობის შემდეგ, დაჯგუფება თუ ვაშინგტონთან სრულფასოვან თანამშრომლობას არა, ამოსუნთქვას მაინც საჭიროებდა, რაც, სავარაუდოდ, მიიღო კიდეც.

თუმცაღა აშშ-ის მიერ ისლამური ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის აღმოცენება ახლო აღმოსავლეთში „ალ-ქაიდათი“ არ შემოიფარგლება. ასე, მაგალითად, ამერიკელებმა ხელი შეუწყვეს „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახლემწიფოს“ (მომავალი „ისლამური სახელმწიფოს“) წარმატებებს სირიაში. სირიის თავისუფალი არმიისთის ამერიკული და ევროპული მხარდაჭერის არარსებობის პირობებში სალაფიტები ნამდვილად ვერ შეეწინააღმდეგებოდნენ ბაშარ ასადის ჯარებს. მოცემულ მომენტში ისინი აკონტროლებენ ერაყისა და სირიის ტერიტორიების მნიშვნელოვან ნაწილს და მზად არიან შემდგომი „წარმატებებისათვის“. ამერიკელები ასევე ღიად და კანონიერად აიარაღებენ „ისლამური სახელმწიფოს“ მთავარ სპონსორ ყატარს, რომელიც ზომების მიუხედავად, არა მარტო მდიდადრ, არამედ სამხედრო თვალსაზრისითაც მძლავრ სახელმწიფოდ აქციეს.

აუცილებელია გავიხსენოთ აშშ-ის მიერ ელიტური ექსრემისტების - ორგანიზაცია „მოჯაჰედინ ე-ჰალკ“ (ირანელი ხალხის მოჯაჰედები) მხარდაჭერაც. შაჰის მთავრობის წინააღმდეგ ჯერ კიდევ 70-იანი წლებიდან მოქმედი ეს დაჯგუფება ისლამურ რესპუბლიკასთან ბრძოლაზე გადაერთო. მისი ბოევიკების ხელით დაიღუპნენ არა მარტო ირანის პრემიერ-მინისტრი მუჰამედ ალი რაჯანი და რიგი მაღალჩინოსნებისა, არამედ რამდენიმე ამერიკელი ოფიცერიც. მიუხედავად ამისა, აშშ-მა ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოშალა ეს დაჯგუფება 2012 წელს და ამგვარად, აღიარა მასთან თანამშრომლობისა და მხარდაჭერის ფაქტი ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობის წინააღმდეგ.

ახლო აღმოსავლეთის ტერიტორიაზე რადიკალური ისლამიზმის კულტივირებისას, ამერიკელები, ამავდროუალდ, სულ სხვაგვარად ეკდიებიან საკუთარ სახელმწიფოში ზომიერი შეხედულებების მქონე მუსლიმანებს.

აშშ-ის მუსლიმანთა რიცხვი, სხვდასხვა წყაროს ცნობით, 3-დან 8 მლნ ადამიანამდე მერყეობს. ასეთი განსხვავება განპირობებულია იმით, რომ დოკუმენტებში ამერიკელები, სხვა ელიტური სახელმწიფოების მოქალაქეთა მსგავსად, ვალდებული არ აიან, მიუთითონ თავიანთი რელიგიური კუთვნილება. ამასთან, ზოგიერთი პრინციპი, რომლითაც ბოლო ხანს ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტო და გამოძიების ფედერაციული ბიურო ხელმძღვანელობენ, ეწინააღმდეგება აღნიშნულ პრინციპსაც კი. ასე, მაგალითად, გფბ-ის ექსაგენტი ედვარდ სნოუდენის თქმით, მარტო სახელი „მუჰამედი“ შეერთებულ შტატებში შესაძლოა სამართალდამცავი ორგანოების ზედამხედველობის ქვეშ მოქცევის საბაბი გახდეს. დოკუმენტებში, რომლებსაც აგენები ავსებდნენ, ადამიანზე თვალთვალის განხორციელების მიზნად შეიძლებოდა მიეთითებინათ მარტო მუსლიმანური სახელი. ასე მოექცნენ თვალთვალის ქვეშ აშშ-ის ადმინისტრაციის თვალსაჩინო მოღვაწეებიც. რესპუბლიკური პარტიის წევრები ფეისალ ჰილი და ასიმ ჰაფური.

მეტიც, ინტერნეტ-პორტალი Intersept-ის ამასწინანდელი გამოძეიბის თანახმად, ამერიკული სპეცსამსახურების „ხუფის ქვეშ“ წლების განმავლობაში იმყოფებოდა მოქალაქეთა ჯგუფი - იურისტი, უფლებადამცველი, სამხედრო-საზღვაო ფლოტის ვეტერანი და უმაღლესი სასწავლებლების ორი პროფესორი მარტო მათი მუსლიმანური სახელისა და წარმომავლობის გამო.

მიუხედავად ამისა, ისლამი აშშ-ში ვრცელდება - მას ახლა არა მარტო იმთავითვე მუსლიმანური ნაციონალური ჯგუფები, არამედ თეთრკანიანი, ძირძველი ამერიკელებიც - წარსულში კათოლიკები ანდა პროტესტანტებიც მისდევენ. ძირძველი მოსახლეობის ისლამიზაციის ტენდენცია ასევე აშფოთებს „ელიტური საეხლმწიფოს“ მთავრობასა და სპეცსამსახურებს, რომლებმაც ქვეყანაში რიგი ანტიისლამური მოძრაობების შექმნის ინიცირება მაოხდინეს. აღნიშნული ორგანიზაციების ამოცანებში შედის აშშ-ში მუჰამედის რელიგიის გავრცელებისათვის ხელშეშლა. ძალისხმევა „ზემოდან“ ნაყოფიერ ნიადაგში ხვდება - ამერიკელთა უმრავლესობას ჯერ კიდევ ახსოვს 2001 წლის 11 სექტემბერი. შედეგად, არსებობს საფრთხე ამერიკელი საზოგადოების აგრესიული დაპირისპირებისა ისლამის წარმომადგენლებისადმი. და ამ შემთხვევაში, აშშ-ში იარაღის თავისუფლად შეძენისა და განკარგვის შესაძლებლობის გათვალისწინებით, ნორვეგიელი ბრეივიკის ისტორია შესაძლოა მთელი რიგი ანგარიშსწორებებისა და თავდასხმების მხოლოდ შესავლად იქცეს, რასაც, სავარაუდოდ, დიდი ყურადღება არ მიექცევა არც სამართალდამცავი ორგანოების და არც სპეცსამსახურების მხრიდან.

გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აშშ-ის მუსლიმთა ძირითადი და ყველაზე აქტიური ნაწილი არა თეთრკანიანი და მიგრანტი, არამედ ფერადკანიანი მოსახლეობაა. სწორედ ფერადკანიანი ამერიკელებისგან შედგება ისეთი ოდიოზური ორგანიზაცია, როგორიცაა „ისლამის ნაცია“ და სხვ. თავდაპირველად ის ისლამისტური ხასიათის სექტას წარმოადგენდა. ახლა კი იდეოლოგიურად სულ უფრო ახლოსაა ტრადიციულ სუნიტურ ისლამთან. ამასთან, სწორედ „ისლამის ნაციისა“ და მის მსგავსთა კონტინგენტშო შედის კრიმინალიზებული მოქალაქეების მნიშვნელოვანი რიცხვი. ეს არა მარტო ხელს უხსნის სამართალდამცავ ორგანოებს, არამედ შესაძლოა ნამდვილი დაპირისპირების პროვოცირებაც მოახდინოს, ისეტის, როგორსაც ადგილი ჰქონდა ქ. ფერგიუსონში.

დასკვნა: ამერიკის მთავრობის ორმაგი სტანდარტები, რომელიც არაშორსმჭვრეტელურად იყენებს თავის ფართო შესაძლებლობებს, ვაშინგტონს რთულ მდგომარეობაში აყენებს. აშშ-მა არა მარტო დაკარგა კონტროლი უმნიშვნელოვანეს სოციალ-პოლიტიკურ პროცესებზე ახლო აღმოსავლეთში, და დარტყმის ქვეშ დააყენა მთელი რიგი სახელმწიფოები, არამედ რეალურ შესაძლებლობას ფლობს, დაანგრიოს საკუთარი თანამეგობრობის სტაბილურობა.

მოსალოდნელია, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან მუსლიმი მოსახლეობისადმი ურთიერთობის დაუყოვნებლივ შეცვლის შემთხვევაში ქვეყნის შიგნით და გარეთ, უკვე მალე მსოფლიოს გლობალური სოციალური და პოლიტიკური რყევები ელის.