საზოგადოება
პრემიერი ღარიბაშვილი: „ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენს მიერ ძებნილი, ინტერპოლით ძებნილი ადამიანები კომფორტულად არიან მოკალათებული უკრაინის მთავრობაში“

interpol-ssazog-1საქართველო, 23 დეკემბერი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის მთავრობაში  ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების დანიშვნას ეხმაურება.

უკრაინის მთავრობას ჩვენ მხარს ვუჭერთ. პირადად ვესაუბრე პრეზიდენტ პოროშენკოს და პრემიერ იაცენიუკს. ვუთხარი, რომ ეს აზიანებს ჩვენს ურთიერთობებს და არ არის სასიამოვნო. მე ვერ ავუხსნი ქართველ ხალხს, რატომ შეიძლება დაინიშნოს ჩვენი მეგობარი უკრაინის მთავრობაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ზურაბ ადეიშვილი, რომელიც დანაშაულებრივი რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი წევრი იყო, რომლის დროსაც 300 ათასი ადამიანი გასამართლდა, ან ვანო მერაბიშვილის მოადგილე, რომელიც წლების განმავლობაში იმ დანაშაულებრივი რეჟიმის გამამართლებელი იყო... სამწუხაროა, მაგრამ ეს მათი არჩევანია, ეს არის მათი სუვერენული უფლება. როგორ შეიძლება, ალექსანდრე კვიტაშვილი, რომელმაც პრაქტიკულად, დაანგრია ჯანდაცვის სისტემა საქართველოში, უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი გახდეს. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ უკრაინის მთავრობას, მაგრამ მსგავსი ნაბიჯები არ იქნება სასარგებლო ჩვენს ურთიერთობებში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.