საზოგადოება
სალომე ზურაბიშვილი: „რომელ სხვა ქვეყანას გაუბედავდნენ ბრალდებული პოლიტიკური ფიგურის მიწვევას ასეთ საზეიმო სესიაზე"

salome-sazog-2საქართველო, 23 დეკემბერი, საქინფორმი. სტრასბურგში 18 დეკემბერს ევროპარლამენტმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, რომელსაც დაესწრნენ საქართველოს მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები. მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგში ევროპის სახალხო პარტიამ მიიწვია.

აღნიშნულს სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი.

"ევროპარლამენტი და ჩვენი ექს და ახალი პრეზიდენტები:

საინტერესოა, მთავრობამ რა ძალისხმევა მოიხმარა, რათა ეს მისთვის შეურაცხმყოფელი დაპატიჟება თავიდან აეცილებინა... რომელ სხვა ქვეყანას გაუბედავდნენ ბრალდებული პოლიტიკური ფიგურის მიწვევას ასეთ საზეიმო სესიაზე, თვით ქვეყნის თანხმობის გარეშე? თან პოლიტიკურ ოპონენტი და თან მიწვეული საპატიო სტატუსით და გამოსვლით?.. ამ შემთხვევაში - მთავრობის მაგივრად - დემონსტრაციულად პრეზიდენტს სწორედ არ გავუშვებდი.... რა უკუღმა იქცევიან და სადაც არ უნდა, იქ უშვებენ ?", - წერს ზურაბიშვილი.