საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი: „გავაკეთოთ არჩევანი - 3 ათასი ოჯახის შენახვა და კეთილდღეობა თუ სტერილური არქეოლოგიური ობიექტი”

sakdr-sazog-3საქართველო, 23 დეკემბერი, საქინფორმი.  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამტრედიაში საყდრისის საბადოსთან დაკავშირებით განაცხადა.
ჩვენს წინაშეა ორი მოცემულობა - ერთი მხრივ არის კომპანია, რომელიც არის პრაქტიკულად დახურვის პირას, ამ კომპანიაში მუშაობს 3 ათასზე მეტი ადამიანი... ჩვენ გვაქვს არჩევანი, 3 ათასი ოჯახი დარჩეს დასაქმების და ხელფასების გარეშე, თუ არქეოლოგიური ობიექტი, რომელიც მეცნიერებათა აკადემიის დასკვნის საფუძველზე სტერილური ობიექტია? არ მახსოვს, წლების განმავლობაში ვინმეს ეხსენებინოს საყდრისი-ყაჩაღიანი", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, საყდრისთან დაკავშირებით არის რაღაც ვიწრო ჯგუფის მიერ გამოჩენილი ინტერესი, რომელსაც ჰქონდა მოძიებული გრანტი ერთი მილიონი ევროს ოდენობით და დამატებით კიდევ ელოდებოდნენ გრანტს, რომ იქ გაეგრძელებინათ არქეოლოგიური გათხრები.

არემჯი" მზად არის, ობიექტზე მოძიებული არტეფაქტები ბოლნისში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ მუზეუმში გადაიტანოს, რომელსაც თავად ააშენებს", - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

პრემიერ-მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებულ მსჯელობაში საზოგადოება ჩაერთოს.