პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: „მივესალმები იმ მხარდამჭერ პოზიციას, რომელიც მეგობარმა ქვეყნებმა გაეროს უშიშროების საბჭოს 22 დეკემბრის სხდომაზე გამოხატეს“

Aneksia-polit-3საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

იმ რთულ ვითარებაში, როდესაც ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი, ასეულ ათასობით მოქალაქე ქცეულია ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად, საქართველო აწარმოებს კონსტრუქციულ, მშვიდობიან და რაციონალურ პოლიტიკას. ამის მიუხედავად, რუსეთის ფედერაციამ მაინც გადადგა ნაბიჯები სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიების ანექსიისაკენ, რაც კიდევ უფროამძიმებს რეგიონის უსაფრთხოების გარემოს.

მოცემულ რეალობაში უაღრესად მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები გამოხატავენ, როგორც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ისე საქართველოს თანმიმდევრული პოლიტიკის მიმართ.

მტკიცედ გვწამს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიურ ჩაბმულობას შეუძლია გადამწყვეტი როლი შეასრულოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესების შესაჩერებლად“.