საზოგადოება
კოტე კუბლაშვილი: „ადამიანი, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გახდება, პოლიტიკური მიმართულების წარმომადგენელი არ უნდა იყოს“

Kote-sazog-2საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. ეს განცხადება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილმა გააკეთა.

პოლიტიკასთან არ უნდა ჰქონდეს მას კავშირი, ანუ არ უნდა იყოს ადამიანი, რომელიც აშკარაა, რომ პოლიტიკური მიმართულების წარმომადგენელია, ამ შემთხვევაში, რთული იქნება იმის დასაბუთება, რომ ეს ადამიანი იქნება მიუკერძოებელი. ეს ადამიანი უნდა იყოს თავისი საქმის კარგი მცოდნე, კარგი იურისტი, შეიძლება არ ჰქონდეს მოსამართლის გამოცდილება, მაგრამ უნდა ესმოდეს კარგად სისტემა და ასევე უნდა იყოს გამორჩეული იმ საკითხებში, როგორიც სასამართლოა", - განაცხადა კუბლაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კოტე კუბლაშვილს უფლებამოსილების ვადა 2015 წლის თებერვალში ეწურება.