სამართალი
„მაესტროს“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები წარმოადგენს ოლიგარქიული მმართველობის კლასიკურ ნიმუშს, როდესაც ანგარიშსწორება ოპონენტებთან ხორციელდება არა ხელკეტებით, არამედ - ფულით“

Maestro-samart-2საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. პარტია თავისუფალი საქართველო“ ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

ტელეკომპანიამაესტროდანარხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნინო ჟიჟილაშვილი გაათავისუფლეს. ამას წინ უსწრებდა ტელეკომპანიის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გადაცემის წამყვანის - ვახო სანაიას გათავისუფლება, რომელსაც პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც მან ბიძინა ივანიშვილის ნეპოტისტურ კავშირებზე კრიტიკული სიუჟეტი მოამზადა.

მაესტროყოველთვის იყო სიტყვის თავისუფლების ფლაგმანი ქართულ მედია-სივრცეში, რასაც პრინციპული და პროფესიონალი ჟურნალისტებისგან შემდგარი გუნდი განაპირობებდა, რომლებიც წლების მანძილზე, ურთულეს პირობებში მუშაობდნენ და საზოგადოებას აწვდიდნენ ობიექტურ ინფორმაციას.

ახლა კი ცნობილი ხდება, რომ „მაესტროს“ ხელმძღვანელად მედიის საკითხებში მთავრობის მრჩეველი კოკა ყანდიაშვილი ინიშნება“.