პოლიტიკა
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე მსოფლიო ლიდერებთან ერთად მიიწვიეს

1-moskva-polit-2საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი.  აღნიშნული ინფორმაცია, ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუდასტურა. უწყებაში აცხადებენ, რომ სამინისტრომ შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს გავლით მიიღო რუსეთის ფედერაციის ნოტა, რომელიც უკავშირდებოდა მსოფლიო ომის 70-ე წლისთავისთვის დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებს. ოფიციალურ წერილში ნათქვამია, რომ ფედერაციის ნოტაში არსებული ხარვეზის გამო ის რუსეთის ფედერაციას უკან დაუბრუნდა. ხარვეზი გიორგი მარგველაშვილის მამის სახელს ეხებოდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩასწორებული მიწვევა აღარ მიუღია. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ლავროვის უწყებაში სანდო წყარო ადასტურებს, რომ მიწვევას თბილისი აუცილებლად მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინს მოსკოვში ჩასვლაზე უარი ბარაკ ობამამ უკვე განუცხადა. რუსეთში არც ლიტვის პრეზიდენტი მიდის. ამ დროისთვის თანხმობა მოსკოვში სტუმრობაზე მხოლოდ ჩრდილოეთ კორეიდან არის მიღებული.