სამართალი
უკრაინის რადას თავმჯდომარის მოადგილე დეპუტატ ანდრეი პარუბიას კიევის ცენტრში უცნობმა მამაკაცმა ხელყუმბარა ესროლა
1-rada-samart-2საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. ვიცე-სპიკერთან ერთად რადის სხვა წევრებიც იმყოფებოდნენ, თუმცა არც ერთ მათგანი არ დაშავებულა. მეორე ხელყუმბარა დამნაშავემ მასზე დევნის ოპერაციის დროს ააფეთქა. შემთხვევა გრუშევსკის ქუჩაზე, რადას შენობასთან მოხდა. ამ დრომდე უცნობია რა გახდა ხელყუმბარის სროლის მოტივი, დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ანდრეი პარუბია ევრომაიდანის კომენდანტი და მაიდნის დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი იყო.