სამართალი
პრემიერი ღარიბაშვილი: "ჩვენ რომ გვქონდეს ტელევიზია, ქაოსი, ტყუილი, სიცრუის ტირაჟირება და მოსახლეობის დაძაბვა არ იქნებოდა!”

11-pravo-3საქართველო, 29 დეკემბერი, საქინფორმი. პრემიერი ღარიბაშვილი არ მალავს, რომ დღეს ტელევიზიები მოსახლეობაში დაძაბულობის ფონის შექმნას ცდილობენ.

"სპეკულაციები, საუბრები იმის შესახებ, რომ ხელისუფლება ერევა ამა თუ იმ ტელევიზიაში, ამის არც ერთი ფაქტი არ გაქვთ არავის... ვართ ერთ-ერთი გამონაკლისი, რომელიც არ ფლობს არც ერთ მედიასაშულებას, ანუ არც ერთ ტელევიზიაზე ჩვენ არ გვაქვს კონტროლი. ერთადერთი ტელევიზია, რომელიც ასოცირდებოდა ხელისუფლებასთან, იყო მეცხრე არხი, ბატონი ბიძინა ივანიშვილის კუთვნილება, რომელმაც დახურა მეცხრე არხი საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთ თვით ადრე... მე გარწმუნებთ, რომ ჩვენ რომ გვქონდეს ტელევიზია, ის ქაოსი, რაც ხდება დღეს მედიასაშუალებებში და ის დაძაბული ფონი, რაც არის, დღეს რა თქმა უნდა არ იქნებოდა. ... ის რაც ხდება დღეს ტელევიზიებში, მიზანმიმართული ქაოსი, ტყუილი, სიცრუის ტირაჟირება, და მოსახლეობის დაძაბვა და მუდმივად დეპრესიული ფონის შექმნა, დაძაბულობაში რომ ამყოფონ მოსახლეობა. ეს არის თავისუფალი მედიის დამსახურება-ბრჭყალებში...“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.