სამართალი
ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს თანამშრომლებმა თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირი დააკავეს

samart-2საქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს თანამშრომლებმა, აზერბაიჯანის მიმართულებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის დროს, „წითელი ხიდის“ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი თურქეთის  მოქალაქე დოღან თუნჯაი (Dogan Tuncay) დააკავეს.

დოღან თუნჯაის ბრალად ედება პროსტიტუციაში შუამავლობა. აღნიშნული დანაშაულისთვის დაკავებულს, თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით, 2 წლით და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ამჟამად დოღან თუნჯაი დაკავებული და გადაყვანილია ქვემო ქართლის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორში. მის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.