რედაქტორისგან
ხიდირბეგიშვილი: „ქართული მხარის ულტიმატუმი პუტინისადმი - ჯერ ტერიტორიები, მერე შეხვედრა! - ლოგიკას მოკლებულია: პუტინთან შეხვედრა სწორედ იმიტომ უნდა შედგეს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემების მოგვარება დაიწყოს“

1polit-2-redaq-1IA REX-თან 2014 წლის 18 დეკემბერის ექსკლუზიურ ინტერვიუში საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა განაცხადა, რომ თუ საქართველოს დამდეგ 2015 წელს არ იხნის ახალი ლიდერი, ივანიშვილი-ღარიბაშვილი-ილია მეორეს ტრიუმვირატი კი თავს ვერ გაართმევს ამ ამოცანას, მაშინ ქართული სახელმწიფოებრიობა განადგურდება: „საქართველოს დაუძახებენ სატრანზიტო ტერიტორიას გაზსადენებით, რკინიგზებითა და საავტომობილო მაგისტრალებით, აშშ-ის სამხედრო ბაზითა და საერთაშორისო ტერორისტების მოსამზადებელი ნატოს ბანაკით“.
დღეს კვლავ ვესაუბრებით ქართველ პოლიტოლოგს არამარტივ პოლიტიკურ სიტუაციაზე, რომელშიც მისი ქვეყანა აღმოჩნდა და რომელიც ბევრ კითხვას აჩენს არა მარტო უცხოელი მკითხველისათვის, არამედ თავად საქართველოშიც.

-ბატონო არნო, 18 დეკმებერს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მეათე დიდ პრესკონფერენციაზე ვლადიმერ პუტინმა  ქართველი ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივასთან დაკავშირებით, კერძოდ, შენიშნა: „საქართველოში შიდაპოლიტიკური ბრძოლები არ წყდება, ამას ვხედავთ“. რა უდევს მიზეზად ამ ბრძოლას, ნუთუ მარტო ექსპრეზიდენტ სააკაშვილისა და ექსმმართველი პარტია „ნაცმოძრაობის“ სურვილი, რევანში აიღონ?

-გაცილებით მეტი. საქმე ისაა, რომ ვაშინგტონს კვლავ სურს, ვირტუალურ სახელმწიფო „GEORGIA”-ს მარიონეტული ახალი ხელისუფლება დაუნიშნოს. ჩემს ხელთ არსებული, კომპეტენტური, სანდო წყაროების ინფორმაციით, თეთრ სახლში მიაჩნიათ, რომ საქართველოში უნდა შეეგუონ და შეეჩვიონ ორპარტიულ, ამერიკული „რესპუბლიკელები-დემოკრატების“ მსგავს“ სისტემას. ამიტომ 2016 წლის არჩენბეში კოალიცია „ქართული ოცნება“, აშშ-ის სახდეპის ჩანაფიქრით უნდა ჩანაცვლდეს ახალი კოალიციით, „რებრენდირებული“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობით.

-რომელი პოლიტიკური ძალები შევლენ სააკაშვილის „ნაცმოძრაობასთან“ ერთად ახალ კოალიციაში?

-„ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, კოალიციაში შევლენ ალასანიას პარტია „თავისუფალი დემოკრატები“, სავარაუდოდ, უსუფაშვილი-ბერძენიშვილის „რესპუბლიკური პარტია“, და აუცილებლად - ამჟამინდელი პრეზიდენტი მარგველაშვილი, რომელიც იმ დროისათვის ზემონახსენები ორი პარტიიდან ერთ-ერთის წევრი იქნება. პლუს „ნაციონალების“ ყველა ტრადიციული პატარა სატელიტი, ისეთები, როგორიცაა ჩიხრაძის „ახალი მემარჯვენეები“, ქარდავას „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, დავითაიას მოძრაობა „ჩვენ თვითონ“ და სხვები.

-მაშ, ვინღა დარჩება კოალიცია „ქართულ ოცნებაში“? მხოლოდ პარტია „ქართული ოცნება“ და ძიძიგურის „კონსერვატიული პარტია“?

-იმ დროისათვის კოალიცია ასეთი სახელმწოდებით აღარ იარსებებს. ყველაფერი გაცილებით მარტივია. რეალურად საქართველოში არის მხოლოდ პრემიერი ღარიბაშვილი - სრულებით მარტო, და პოლიტიკური პარტიები - ყველა ერთად, ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ამბიციური და აგრესიული ქართველი პოლიტიკოსებისგან შემდგარი, რომლებიც საქართველოს ნეოფაშისტური უკრაინის გზისკენ უბიძგებენ, ოღონდ კი „საქმეში“ დარჩნენ. თუკი ამჟამინდელი პოლიტიკური ტრენდი შენარჩუნდება, პრემიერ ღარიბაშვილს აშშ დასჯის სიმართლისათვის - გაათავისუფლებს, პოლიტიკაში დაბრუნდება ივანიშვილი, ორონდ მხოლოდ 100 დღით - ნაპოლეონის მსგავსად, შემდეგ კი ხელისუფლების სათავეში კვლავ „ნაციონალური მოძრაობა“ მოვა. ამასთან, საქართველოში არსებობს ისეთი „წვრილფეხობა“, როგორიც ქართველი ხალხია, რომელიც პრემიერ ღარიბაშვილზე 26 დეკემბრის პრესკონფერენციის შემდეგ დიდ იმედებს ამყარებს.

-რაში მდგომარეობს იმ პრესკონფერენციის მნიშვნელობა? რატომ ამყარებს იმედებს მას შემდეგ ქართველი ხალხი მოქმედ პრემიერზე?

-იმ პრესკონფრენციაზე ღარიბაშვილმა - ერთადერთმა საქართველოში! - თამამად ილაპარაკა სიმართლე ბოლო დროის ყველა რეზონანსულ მოვლენაზე, რომლის თქმისაც სამარცხვინოდ შეეშინდა თვით საპარლამენტო უმრავლესობა - კოალიცია „ქართული ოცნებას“: საყდრისის უძველესი საბადოს „აფეთქების“ გარშემო ატეხილი ისტერიის ჭეშმარიტ მიზეზებზე, რომელსაც ძეგლის სტატუსი სააკაშვილმა მოუხსნა; უკრაინაში მოკლულ ქართველ დაქირავებულ მებრძოლ გრიგოლაშვილზე, რომელსაც ამერიკელებმა ერაყში მკვლელობა ასწავლეს, სააკაშვილმა კი ჯერ გაათავისუფლა ქართული არმიიდან, შემდეგ გადაიბირა უკრაინაში „ქართულ ლეგიონში“ და ღარიბაშვილის წინააღმდეგ „შავი“ პიარისთვის მოკლა. იმ პრესკონფერენციაზე პრემიერმა ღიად განაცხადა, რომ „უკრაინაში ბრძოლა ჩვენი საქმე არ არის“, და რომ საქართველოსა და ქართველი ხალხის ნამდვილი მტერი არა პუტინი, არამედ „მოღალატე და დამნაშავე ძებნილი სააკაშვილია“.

აღსანიშნავია, რომ მთელი პრესკონფერენციის განმავლობაში ღარიბაშვილს ერთხელაც არ უხსენებია სიტყვა „ნატო“, სამაგიეროდ, აღნიშნა, რომ „ისტორიულად ქართველ და რუს ხალხებს შორის  პრობლემები არ ყოფილა“ და რომ „ქართულ საქმეს ქართული საქმე წარმოადგენს“, ანუ, საქართველოს სახელმწიფო ეროვნული ინტერესები ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტის რანგში უნდა იქნეს აყვანილი! რუსეთი ხომ აბსოლუტურად ლოიალურად ეკიდება ევროკავშირთან საქართველოს ასოცირებას - მას მხოლოდ საქართველოს სწრაფვა აღიზიანებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ, რომელიც, შეთანხმების უგულებელყოფით, თავხედურად ფართოვდება აღმოსავლეთისკენ...

კარგია, რომ ღარიბაშვილს, როგორც მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, პუტინთან შეხვედრის მზაობა აქვს, რომელიც „ძალიან კარგად უნდა დაიგეგმოს და მომზადდეს“, რათა არ იქცეს „შეხვედრად შეხვედრისთვის“.

აი გაჟღერებული განცხადება კი - „ჩვენ არ ვაპირებთ კომპრომისზე წასვლას ჩვენი ტერიტორიების ხარჯზე!“ - მთლად გასაგები როდია. რომელ კომპრომისზეა საუბარი? რომელი „დიდი სიკეთეებისთვის“ უნდა წავიდეს საქართველო რუსეთთან კომპრომისზე „ტერიტორიების ხარჯზე“, ანუ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით? რას მიიღებს ამ შემთხვევაში საქართველო და, თავის მხრივ, რა კომპრომისზე წავა რუსეთი? „თვალს დახუჭავს“ ნატოში საქართველოს შესაძლო წევრობაზე?! გამორიცხულია! სწორედ ტერიტორიული პრობლემები იქნება ღარიბაშვილისა და პუტინის შესაძლო შეხვედრის ლეიტმოტივი, სწორედ მათი გადაჭრისათვის უნდა წავიდეს საქართველო კომპრომისებზე ყველა მეორეხარისხოვან საკითხში და დათმოს ყველაფერი, რაც შესაძლებელია - მაგალითად, უარი თქვას ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ მისწრაფებაზე! ამიტომ თავად ტერიტორიები მოლაპარაკებებში სავაჭრო მონეტად ვერ იქცევა. ხოლო ქართული მხარის ულტიმატუმი რუსეთის პრეზიდენტისადმი - „ჯერ ტერიტორიები დაგვიბრუნეთ და შემდეგ შევხდეთ!“ - პირწმინდად მოკლებულია ლოგიკას: პუტინთან შეხვედრა სწორედ იმიტომ არის საჭირო, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა დაიწყოს და „მკვდარი წერტილიდან“ დაიძრას!

-„ჯერ ტერიტორიები, შემდეგ შეხვედრა“ გვახსენებს დილემას „თავიდან ქათამი იყო თუ კვერცხი“. რაში ხედავთ ჩიხიდან გამოსავალს?

-პრობლემა ისაა, რომ საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ, პრემიერ ივანიშვილისა და პრემიერ ღარიბაშვილის სახით, საგარეო პოლიტიკური ქეისი მარგველაშვილის, ფანჯიკიძის, პეტრიაშვილისა და ზაქარეიშვილის დონის „მოღვაწეებს“, ანუ უწესო დილეტანტებსა და კოლაბორაციონისტებს დაუთმო. შედეგად კი დღეს „უცებ“ გაირკვა, რომ მათ არა მარტო ჩააგდეს მუშაობა, არამედ გამოიყენეს დიპლომატიური კავშირები და სახელმწიფო ბიუკეტის ხარჯზე ვიზიტებიც საკუთარი პოლიტიკური კარიერის მიზნებში და ანტისახელმწიფოებრივი საბოტაჟითაც კი დაკავდნენ!

ამავე დროს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ივანიშვილი და რარიბაშილია არც კი იცნობენ ალექსანდრე ჭაჭიას - ქართველ პატრიოტს აფხაზეთისდან, აკადემიკოსს, პროფესორს, პოლიტოლოგს, სახალხო მოძრაობა „სამეგრელოს“ ლიდერსა და დამფუძნებელს, შორსმჭვრეტელ პოლიტიკოსს, გამოცდილ მენეჯერსა და ღრმად დადებით პიროვნებას უმწიკვლო ბექგრაუდნით, რომელიც პირადი თვისებების გამო დიდი ავტორიტეტით სარგებლობს საქართველოში. მისი არაორდინალური ფიგურის ტალანტსა და ღირსებებს, გულში რეჩხით, აღიარებდნენ მისთვის იდეოლოგიურად ღრმად უცხო შევარდანაძე და სააკაშვილიც კი, რომლებმაც, მიუხედავად პირადი ნაცნობობისა, არანაირად არ გამოიყენეს საქართველოს ინტერესებში ჭაჭიას მეგობრობა აფხაზ და ოს პოლიტიკურ და ინტელექტუალურ ელიტასთან, ასევე მისი დამსახურებული ცნობადობა და გავლენა რუსეთში.

მკითხველებს ერთ ნაკლებად ცნობილ ფაქტს ვაუწყებ: 1992 წლის 14 აგვისტოს ედუარდ შევარდნაძე აფხაზეტში შეიჭრა მიუხედავად იმისა, რომ იქ იმყოფებოდა ალექსანდრე ჭაჭია, რომელმაც ის-ის იყო წარმატებით დაასრულა მოლაპარაკებები აფხაზეთის მაშინდელ ხელმძღვანელობასთან, სხვათა შორის, იმავე შევარდნაძის თანხმობით! ხოლო როცა ჭაჭიამ დილით ოჩამჩირეში თავისი სახლის ფანჯარა გააღო, უცებ ტანკები დაინახა ჩვენი გვარდიელებით და სასწრაფოდ თბილისში რეკვა დაიწყო, შევარდნაძე ყურმილს არ იღებდა! შემდეგ კი, უკვე თავად შევარდნაძის სატელეფონო ზარებს არ უპასუხა თავდაცვის მინისტრმა კიტოვანმა...

დავძენ, რომ ალექსანდრე ჭაჭიამ შეიმუშავა პოლიტიკური სახელმწიფო პროგრამა, ის ავტორია „საქართველოს ეროვნული-სახელმწიფოებრივი განვითარების სტრატეგიისა“ და „საქართველოს რეინტეგრაციული პროექტისა“, ამიტომ, ზემოჩამოთვლილი ვაი-ჩინოვნიკებისგან განასხვავებით, მას შეუძლია საკუთარი დანაპირების შესრულება და კონკრეტული შედეგების ჩვენება უმოკლეს ვადებში, თუკი, რასაკვირველია, შესაბამისი უფლებამოსილებანი მიენიჭება.

-ბატონო არნო, სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილზე მინდა გკითხოთ: ინტერნეტში გაჩნდა ახალი ტელეგადაცემის ჩანაწერი საქართველოს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველ არხზე სახელწოდებით „მშვიდობით, იარაღო!“ ექსპრემიერით მთავარ როლში, სადაც ის რუსეთზე საუბრობს...

-სამი წლის წინ, 2011 წლის 5 დეკემბერს, მე დავწერე სტატია „ოცნებები სრულდება და არ სრულდება - ვინ ხართ თქვენ, ბატონო ივანიშვილო?“, რომელიც ჩემს პირველ პუბლიკაციად იქცა ივანიშვილზე და ივანიშვილისთვის სერიიდან. დანარჩენს აღარ ჩამოვთვლი - ყველა ისინი ინტერნეტშია განთავსებული, საქინფორმის საიტზე saqinform.ge, რუბრიკაში „რედაქციისგან“, და ჩემს პირად საიტზე arnoxidi.com ვიტყვი მხოლოდ, რომ თითქმის ყველა ჩემი პროგნოზი და გაფრთხილება, რომელსაც ივანიშვილს ვუზიარებდი, სიტყვასიტყვით ახდა! კერძოდ, პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა, მრჩევლებმა და ჟურნალისტებმა, რომლებსაც გვარებით მოვიხსენიებდი და რომლებსაც ბატონი ივანიშვილი სწყალობდა, ერთიმეორის მიყოლებით უღალატეს, როგორც ვაფრთხილებდი.

ახლა ვუპასუხებ თქვენს კითხვას ახალი ტელეგადაცემის შესახებ მისი მონაწილეობით, რომელმაც კიდებ ერთხელ დაადასტურა, რომ ივანიშვილს არ ჰყავს კარგი მრჩევლები, სხვა შემთხვევაში ამის ეთერში გაშვებას არ ურჩევდნენ! მას კიდევ ერთხელ დაუდეს ფეხი, როგორც უწინ - პრეზიდენტი მარგველაშვილისა და უკვე გადაყენებული 10 მინისტრის კანდიდატურებთან დაკავშირებით!

როგორც ჩანს ბიძინა გრიგორის ძემ ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ გააცნობიერა საკუთარი როლი, რომ ის თავისუფალი ადამიანი აღარ არის, მიუხედავად თავისი მილიარდებისა. ივანიშვილი უნდა იქცეს იმ სახალხო გმირად, რომლის ხილვაც ქართველ ხალხს სურს! შრომისმოყვარე ქართველ ხალხს არ სჭირდება ივანიშვილის მილიარდები! - ეს „შავი“ პიარი „ნაცმოძრაობის“ ოფისში შეთხზეს. ქართველ ხალხს მხოლოდ ის სურს, რომ ივანიშვილი მისი დამცველი და ხალხის ნების გამომხატველი იყოს, რაც სულ სამია:

1-დაისაჯონ ხალხის  დამჩაგვრელები - სააკაშვილის მოძალადეები და მკვლელები;

2-მიიღონ რაიმე სახის სამუშაო, რათა ქართველი ქალები, რომლებიც უცხოელებს მოსამსახურეებად უდგანან, საქართველოში დაბრუნდნენ - საკუთარი მშობლებისა და შვილების მოსავლელად;

3-შეურიგდნენ რუსეთს, რათა გასტარბაიტერ ქმარს თავის ცოლთან ერთ საწოლში ეძინოს, რათა მშობლები შვილებს მხოლოდ სკაიპით არ ეკონტაქტებოდნენ; რათა ლტოლვილები თავის სახლებში დაბრუნდნენ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში და რათა შენობაზე თბილისში, რომელთანაც ყოველდღიურად ისეთივე რიგებია, როგორც მავზოლეუმთან, კვლავ დაკიდონ ჩამოხსნილი აბრა „რფ-ის საელჩო საქართველოში“.

მაგრამ როცა სახალხო გმირი, ანდახალხის  გმირი - როგორც გნებავთ ისე უწოდეთ, დიდხანს პროფესიონალურად მსჯელობს ტელევიზორში მსოფლიო არტ-აუქციონებზე, სადაც ასობით მილიონის ღირებულების ნახატებს იძენდა, ეს უარყოფითად აისახება თავად სახალხო გმირის იმიჯზე! ნუთუ ასე ძნელია მიხვედრა, რომ ეს - კვლავ „ნაციონალების“ ელემენტარული „შავი“ პიარია?! ამ მომენტში ეკრანთან მჯდომ ნახევრად მშიერ ხალხს ხომ ავიწყდება, რომ ივანიშვილმა 2 მილიარდი დოლარი დახარჯა საქართველოში თეატრებისა და მუზეუმების რეაბილიტაციაზე, გადაარჩინა 700 ისტორიული ძეგლი, შიმშილისგან იხსნა მოღალატე ფარისევლები - ქართველი შემოქმედებითი ელიტა, საქართველო იხსნა პირსისხლიანი ბნედიანი სააკაშვილისგან და ქართველ ხალხს წმიდა სამების მთავარი საკათედრო ტაძარი აჩუქა!

მადლიერი ქართველი ხალხი, რომელიც ივანიშვილის პატივისცემით, ხმას აძლევდა ყველა არჩევნებში  უცნობ ანდა მისთვის ანტიპათიურ პოლიტიკოსს, კატეგორიულად არ ეთანხმება, როცა იმ ტელეგადაცემის წამყვანი, გვარად ბაბლუანი, ჭკუას არიგებს გმირ ივანიშვილს მასონ დე მირაბოს სტილში საფრანგეთის დიდი რევოლუციის შემდეგ: „ყველანი ძმები ვართ, მირაბო! მორჩა! ვსიო!!! დამთავრდა! ხომ შეიძლება ერთ დღეს ყველაფერი დამთავრდეს?! რა განსხვავებაა, გაერთიანდით, არ შეიძლება?!“. ბაბლუანმა, რომელიც მე-19 საუკუნის რუსი არისტოკრატების მსგავსად, საუბარში მუდამ იშველიებდა ფრანგულ ფრაზებს (რათა უფრო გლამურული გამოჩენილიყო) არ გაითვალისწინა, რომ ჯერ კიდევ პირღიაა სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის მიერ მოკლულთა საფლავები და გაუპატიურებულთა იარები, და კონსოლიდაცია და დაძმობილება ნაცდამნაშავეებთან ქართველი ხალხისთვის აბსოლუტურად მიუღებელია!

-რუსეთზე და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე რას ბრძანებდა?

-არასოდეს ვახსენებდი ამ ეპიზოდს, მაგრამ რაკიღა თქვენ, რუსი ჟურნალისტი ამას მეკითხებით, ესე იგი ვიღაც ჩვენთან ძალიან ცდება, როცა მიიჩნევს, რომ რუსეთში არ იციან რას უჩვენებენ და იბეჭდება საქართველოში ქართულ ენაზე...

დასაწყისისთვის დავაზუსტებ - ივანიშვილის ყველა ტელეგამოსვლას, განსაკუთრებით ტელეინტერვიუებსა და პრესკონფერენციებს, სულ პირველიდან - 2011 წლის 1 ნოემბრიდან მოყოლებული, წარმატებულად მივიჩნევ, ამიტომ სრულებით არ ვამტკიცებ, რომ ტელეეთერი მისთვის მავნებელია. საქმე აქ პროვოკაციებშია, რომლებსაც ადგილი აქვს, როგორც ეს ოლიკო ბაბლუანის საავტორო ტელეგადაცემა „მშვიდობით იარაღო!“-ში მოხდა.

„რას ნიშნავს კარგი დამოკიდებულება რუსეთთან - რომ მან არ შეგვჭამოს?!“ - ემოციურად ეკითხება ახალგაზრდა ტელეწამყვანი ბიძინა ივანიშვილს.

ივანიშვილი: „დიახ, გარკვეულწილად... ჩვენ უნდა შევძლოთ თანაარსებობა და იმთავითვე არ ვიფიქროთ, რომ ვინმეს მოვატყუებთ ან დავჩაგრავთ. მაგრამ თუ ჩვენ თანაარსებობა გვინდა, მაშინ მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე არ უნდა ვიფიქროთ. მათ ინტერესებზეც უნდა ვიფიქროთ, რათა მათ აინტერესებდეთ ჩვენთან თანაარსებობა. დიახ, ეს რთულია, მაგრამ თუ ეს შეძლეს სხვებმა, ჩვენ რატომ ვერ უნდა შევძლოთ? მით უმეტეს, რომ ჩვენ ვიცით გზა, რომლითაც წავიდნენ სხვები, რატომ არ უნდა გავიმეოროთ იგივე?!“

წამყვანი: „დიახ, ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი დრაკონია, მოდი ყველა შევთანხმდეთ, და არა სახელმწიფო...“

ივანიშვილი: „რასაკვირველია, თუმცა, მოდი, რუსეთის სახელმწიფოს შეურაცხყოფის გარეშე, ვთქვათ მხოლოდ, რომ რუსეთის დღევანდელი სახელმწიფო და პოლიტიკა არასწორია, ისინი პრობლემას უქმნიან არა მარტო მთელ რეგიონს, არამედ მთელ მსოფლიოს. მთელი მსოფლიო დღეს დაძაბულია რუსეთის პოლიტიკის გამო! მაგრამ ისინი ცდილობენ ყველაფერი პოზიტივში გადაიყვანონ, და ჩვენ, ჩვენი მხრიდან, ამისათვის ყველაფერი უნდა ვიღონოთ...“.

აქ რუსეთზე საუბარი სრულდება და სხვა თემაზე გადადის, მაგალითად - ტელემაყურებლები იგებენ, რომ ივანიშვილისთვის ყველაზე გამოჩენილი ისტორიული პიროვნება არის „რეიგანი, რომელმაც სსრკ დაშალა“...

ვიმედოვნებ, ივანიშვილი არ გამინაწყენდება ამ სასარგებლო კრიტიკისათვის, იმავე ტელეგადაცემაში ბატონმა ბიძინამ ხომ, უნებლიედ, შოთა რუსთაველის პერიფრაზირება მოახდინა, როცა ბრძანა, რომ „ვინც ოპონენტსა არ ეძებს, იგი თავისა მტერია!“...

2015 წლის 5 იანვარი