აქტუალური
თავდაცვის მინისტრმა ავღანეთში IV მექანიზირებული ბრიგადის გაძლიერებული ასეული მოინახულა

1aqtual-1-minobსაქართველო, 6 იანვარი, საქინფორმი. გერმანულ ბაზა "მარმალზე" დისლოცირებულმა ასეულის მეთაურმა, მაიორმა ვახტანგ ბეგოიძემ თავდაცვის მინისტრს ქვედანაყოფის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, მინდია ჯანელიძე ქართული ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას გაესაუბრა, სამხედროებს ახალი წელი მიულოცა და სამშობლოში მშვიდობიანი დაბრუნება უსურვა.

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრმა ბაზა "მარმალზე" გერმანული სარდლობის წარმომადგენლობასთან გამართა შეხვედრა. IV მექანიზირებული ბრიგადის გაძლიერებული ასეული მისიას უკვე რამდენიმე კვირაა, გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებს.