აქტუალური
გიორგი ჩოგოვაძე: „1 თებერვლიდან ვიზის აღების ელექტრონული ფორმა შემოვა“

1CogovaZe-aqtual-2საქართველო, 7 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობა ვიზის აღების ელექტრონულ ფორმას, სავარაუდოდ, 1 თებერვალს წარმოადგენს, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა.

"იყო რამდენიმე ფაქტორი, რამაც ჩვენი საპროგნოზო მონაცემები, გარკვეულწილად დააკორექტირა. პირველ რიგში, ესაა რეგიონში არსებული ვითარება, მათ შორის, რუსეთსა და უკრაინაში განვითარებული მოვლენები, თუმცა სავიზო რეგულაციების გამკაცრებამ, შესაძლოა, გარკვეულწილად ტურისტების რაოდენობაზე იმოქმედა. უახლოეს მომავალში საქართველოს მთავრობა წარმოადგენს ვიზის აღების ელექტრონულ ფორმას, რაც ტურისტებს საქართველოს ვიზის აღების შესაძლებლობას გაუმარტივებს", - განაცხადა ჩოგოვაძემ.