აქტუალური
„2014 წელს საქართველოს 5 493 492 ტურისტი ეწვია, რაც 2013 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს 1,9%-ით აღემატება“

1turist-aqtual-3საქართველო, 7 იანვარი, საქინფორმი. ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
დადებითი ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან საერთაშორისო მოგზაურების შემოდინების კუთხით. 2014 წლის მონაცემებით, ამ მხრივ კვლავ ტრადიციულად გამოირჩნენ ლიტვა (93%-იანი მატება), პოლონეთი (+25%), ლატვია (+25%), დიდი ბრიტანეთი (+11%), შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთი, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან – ბელორუსია 48%-იანი მატებით.

ჩოგოვაძის განცხადებით, 2014 წლის დეკემბერში ყველაზე მეტი საერთაშორისო მოგზაური კვლავ თურქეთიდან (+2,1%), აზერბაიჯანიდან (+17,2%), სომხეთიდან (+18,8%), რუსეთიდან (+8%) შემოვიდა.